|
2022-01-15 13:09:26, 1170 ნახვა
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი – აშშ და ნატო მზადყოფნას გამოთქვამენ, რუსეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ
აშშ და ნატო მზადყოფნას გამოთქვამენ, კვლავ განაგრძონ დიპლომატიური, ორმხრივი დიალოგი რუსეთთან, – ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში აშშ და ნატო კვლავ მოუწოდებენ რუსეთს, მიიღოს ზომები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარ აგრესიის დეესკალაციისთვის. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ნატო–ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ესაუბრა, რათა განეხილათ ნატო–რუსეთის მიმართ შემდგომი ნაბიჯები. შეერთებული შტატები და ნატო მზად არიან კვლევ შეხვდნენ რუსეთს და მზადყოფნას გამოთქვამენ, კვლავ განაგრძონ დიპლომატიური, ორმხრივი დიალოგი. შეერთებული შტატები და ნატო–ს მოკავშრეები გაერთიანებულნი არიან დიპლომატიურ გზაზე და მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის დეესკალაციისთვის“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)