08:55 - 25 Jul, 2026
|
2022-01-15 10:19:50, 1088 ნახვა
მსოფლიო
პეკინის ოლიმპიადაზე უფრო მკაცრი კოვიდრეგულაციები იქნება, ვიდრე ტოკიოს თამაშებზე
პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ანტიკოვიდური ზომები უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე 2021 წელს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის დროს. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოპერაციულმა დირექტორმა პიერ დიუკრემ. „ტოკიოს ოლიმპიადასთან შედარებით, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება. ჯერერთი, ე. წ. „დახურულ სისტემაში“ მოხვედრისთვის საჭირო იქნება სრულად ვაქცინირებულის სტატუსი. მეორე – ამ სივრცეში ყველა მონაწილე ყოველდღიურად გაივლის ტესტირებას. როგორც გახსოვთ, ტოკიოში ეს წესი მოქმედებდა მხოლოდ სპორტსმენებსა და მათ გარემოცვაზე ოლიმპიურ სოფელში, მაგრამ არა ყველასთვის“, – განაცხადა დიუკრემ. ცნობისთვის, პეკინის ზამთრის ოლიმპიადა 4-20 თებერვალს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)