|
2022-01-14 12:24:45, 1710 ნახვა
მსოფლიო
ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა მეორედ გაუუქმა, რის გამოც ჩოგბურთელს დეპორტაცია ემუქრება
ავსტრალიამ ჩოგბურთის ვარსკვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩს, აუცრელობის გამო, ვიზა ზედიზედ მეორედ გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. იმიგრაციის მინისტრის ალექს ჰოუკის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჯოკოვიჩს ახლა დეპორტაცია ემუქრება. ”დღეს მე გამოვიყენე ჩემი უფლებამოსილება, გავაუქმო ვიზა, რომელსაც ფლობდა ბ-ნი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გამო, იმის საფუძველზე, რომ ამის გაკეთება საზოგადოების ინტერესებში იყო”, - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში. თუმცა, 34 წლის სერბს კვლავ შეუძლია ქვეყანაში დარჩეს, თუ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ისევ სასამართლოში გაასაჩივრებს. ცნობისთის, ჯოკოვიჩს ვიზა პირველად გაუუქმდა მელბურნში ჩასვლისთანავე, 6 იანვარს, მას შემდეგ, რაც ავსტრალიის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მან "ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება" ვაქცინაზე გათავისუფლების მისაღებად. რამდენიმე დღის შემდეგ მას ვიზა აღუდგინა მოსამართლემ, რომელმაც ბრძანა მისი გათავისუფლება და დაადგინა, რომ საზღვრის ჩინოვნიკებმა უგულებელყვეს სწორი პროცედურა, როდესაც ის ჩამოვიდა. მაგრამ პარასკევს საღამოს მელბურნში, ბატონმა ჰოუკმა გააუქმა ჯოკოვიჩის ვიზა ავსტრალიის მიგრაციის აქტის ცალკეული უფლებამოსილებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)