|
2022-01-14 10:31:54, 4670 ნახვა
მსოფლიო
სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა სამშვიდობო ძალებმა ყაზახეთი დატოვეს
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ქვედანაყოფებმა სომხეთიდან, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთიდან ალმათი დატოვეს და თავიანთი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ყაზახეთიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანა ორი დღის წინ დაიწყო და 19 იანვარს უნდა დასრულდეს. ცნობისთვის, 4 იანვარს ყაზახეთის ხელისუფლებამ თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა. ამასთან, მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამასთან, მასობრივი არეულობისას ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებს დასახმარებლად მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)