|
2022-01-13 22:04:14, 1574 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ცნობით, ჩრდ. კორეას მხრიდან საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების დარღვევას, შესაბამისი პასუხი მოჰყვება
აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა. CBS News-ის ცნობით, საქმე ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გაგრძელებისა და ახალი ზებგერითი რაკეტის ცდებს უკავშირდება, რომლის გამოცდის პროცესსაც 11 იანვარს, ამავე სახელმწიფოს ლიდერი, კიმ ჩენ ინი დაესწრო. გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები 4 ჩინეთისა და ერთ რუსეთის მოქალაქეებსეხებათ. მედიის ცნობით, ამ ადამიანებს ჩრდ. კორეის სარაკეტო პროგრამასთან და შეიარაღებულ ძალებთან კავშირები ჰქონდათ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, იმის გამო, რომ ჩრდ. კორეა საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების უხეშ დარღვევასა და დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვას კვლავ განაგრძობს, ამ ყველაფერს, აშშ-ს მხრიდან შესაბამისი პასუხი მოჰყვება. მედიის ცნობით, ჩრდ. კორეის თავდაცვითი ძალების გასაზრდელად, აღნიშნული სახელმწიფო, უახლოეს მომავალში, კვლავ აპირებს ახალი რაკეტების საგამოცდო პროცედურების გაგრძელებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)