|
2022-01-13 21:32:12, 1487 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ის უკიდურესი ზომაა, რომელიც ურთიერთობების გაწყვეტას გაუტოლდება
კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის მხრიდან, რუსეთის მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების შესაძლო დაწესების საკითხს რუსულ სახელისუფლებო მედიაში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის მეთაურის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ის უკიდურესი ზომაა, რომელიც ურთიერთობების გაწყვეტას გაუტოლდება. მისივე განცხადებით, ამასთან დაკავშირებით, რუსეთი ყოველთვის მზადაა და მუდამ გააკეთებს იმას, რაც ყველაზე მეტად შეესაბამება მისსავე ინტერესებს. „სანქციების დაწესება სახელმწიფოს, რუსეთის მეთაურის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უკიდურესი ზომაა, რომელიც ურთიერთობების გაწყვეტას გაუტოლდება. რის გასაკეთებლადაა რუსეთი მზად? რუსეთი მზადაა და მუდამ გააკეთებს იმას, რაც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა კრემლის სპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)