|
2022-01-12 18:46:09, 1837 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - რუსეთს მოვუწოდეთ საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან ჯარების გაყვანისკენ
NATO-ს მოკავშირეებმა მოვუწოდეთ რუსეთს რომ ძალები გაიყვანოს და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას. - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს მოკავშირეებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე განცხადებით, ყველა ქვეყნის საზღვრის პატივისცემა ფუნდამენტური პრინციპია. "რუსეთს სამხედრო ძალები ჰყავს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. ეს სამხედროები იქ ამ ქვეყნების მთავრობების ნებართვით არ არიან, ისინი მიუღებლები არიან. დღევანდელ შეხვედრაზე NATO-ს მოკავშირეებმა მოვუწოდეთ რუსეთს რომ ძალები გაიყვანოს და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ყველა ქვეყნის საზღვრის პატივისცემა ფუნდამენტური პრინციპია." - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)