|
2022-01-11 15:18:43, 2289 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიოში პირველად კაცს გენეტიკურად მოდიფიცირებული გულის ტრანსპლანტი გადაუნერგეს
მსოფლიოში პირველად ადამიანს, გენმოდიფიცირებული ღორისგან გული გადაუნერგეს. ექიმების თქმით, ოპერაციიდან 3 დღის შემდეგ 57 წლის დევიდ ბენეტი თავს კარგად გრძნობს. ტრანსპლანტაცია მისტერ ბენეტის სიცოცხლის გადარჩენის უკანასკნელი იმედია, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენი ხნით გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს ოპერაცია. "ეს იყო ან მოკვდი, ან გააკეთე ეს გადანერგვა. ეს ჩემი ბოლო არჩევანია" - თქვა ბენეტმა ოპერაციამდე ერთი დღით ადრე. ააშშ-ს სამედიცინო მარეგულირებლის მიერ მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებს მიენიჭათ სპეციალური დისპენსაცი პროცედურის ჩასატარებლად, იმის საფუძველზე, რომ ბატონი ბენეტი სხვა შემთხვევაში მოკვდებოდა. სამედიცინო ჯგუფებისთვის ეს ოპერაცია წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების კულმინაციაა და მან შეიძლება მთელ მსოფლიოში ცხოვრება შეცვალოს. ქირურგ ბარტლი გრიფიტის განცხადებით, ამ ოპერაციით მსოფლიო „ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება ორგანოთა დეფიციტის კრიზისის მოგვარებას“. ცნობისთვის აშშ-ში ყოველდღიურად 17 ადამიანი ტრანსპლანტაციის მოლოდინში იღუპება, გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 100000-ზე მეტი ადამიანია რიგში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)