08:45 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-11 15:12:31, 1599 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერი 79 წლის თინათინ უკლებას გადასცა

დედაქალაქის მერმა მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერი ერთ-ერთ  ბენეფიციარს, თინათინ უკლებას პირადად გადასცა.

კახა კალაძის თქმით, სოციალურად დაუცველი პენსიონერები აღნიშნული ვაუჩერით წლის განმავლობაში მრავალჯერადად ისარგებლებენ.

„დღეს ერთ-ერთ ბენეფიციართან, ქალბატონ თინათინთან ვიყავით. მას სიმბოლურად გადავეცით ვაუჩერი და საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც დეტალურადაა აღწერილი სხვა პროგრამებიც, რომლითაც შეუძლიათ, ისარგებლონ.  ეს არის სამედიცინო გამოკვლევების პროგრამები, სხვადასხვა დაფინანსება და ა.შ. ვაუჩერით სარგებლობისთვის მთავარია, ბენეფიციარებს ჰქონდეთ ექიმის მიერ დანიშნული  პრეპარატების ჩამონათვალი. ნებისმიერ აფთიაქში შეუძლიათ, მივიდნენ და აღნიშნული ვაუჩერი ერთი წლის განმავლობაში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოიყენონ. ეს იქნება  ერთგვარი შვება მათთვის, რომ შეძლონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების შეძენა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics