09:53 - 25 Jul, 2026
|
2022-01-11 10:21:24, 1218 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთის პრეზიდენტი - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება
ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, ყაზახეთიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება. „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების მისია წარმატებულად დასრულდა, ორ დღეში დაიწყება სამშვიდობო კონტინგენტის ეტაპობრივი გაყვანა“, - განაცხადა თოყაევმა. ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა და ამჟამად ყაზახეთში მდგომარეობა სტაბილურია. „ყაზახეთზე თავდასხმის გეგმა მოიცავდა როგორც სამხედრო ისე პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და დეზინფორმაციულს. ძალაუფლების ხელში ჩაგდების მზადებაზე პროფესიონალები მუშაობდნენ“, - განაცხადა თოყაევმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)