09:52 - 25 Jul, 2026
|
2022-01-10 17:11:01, 1533 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთის პრეზიდენტი - ძალადობრივი მოვლენები ქვეყანაში პუტჩის მცდელობა იყო
ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, ყაზახეთში, გასულ კვირას მიმდინარე ძალადობრივი მოვლენები ქვეყანაში პუტჩის მცდელობა იყო. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი ერთი კონკრეტული ბაზიდან იმართებოდა. ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ჯერჯერობით დანაშაულში პასუხისმგებლობას არავის აკისრებს. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის მთავარსარდალმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი საერთაშორისო ტერორიზმის სამიზნედ იქცა. მისივე განცხადებით, რუსეთი რეგიონში მსგავს რევოლუციურ მცდელობებს არასდროს დაუშვებს. ამ დროისთვის, რუსული სამხედრო ჯარები ყაზახეთში „წესრიგის დასამყარებლად“ იმყოფებიან. ამბის შესახებ ინფორმაციას BBC News იუწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)