|
2022-01-09 14:17:49, 979 ნახვა
მსოფლიო
„დოიჩე ველე“ - თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვაშინგტონი მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს დააკისრებს
„დოიჩე ველეს" ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვაშინგტონის მხრიდან მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაეკისრება. ამის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა 8 იანვარს, თეთრი სახლის მიერ ორგანიზებულ სატელეფონო ბრიფინგზე განაცხდეს. გამოცემის ცნობით, რუსეთზე პირდაპირი სანქციების გარდა, სერიოზული შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს აშშ-დან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულ პროდუქტებზე, ასევე აშშ-ს იურისდიქციის ქვეშ მყოფი უცხოური წარმოების საქონელზე. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში უკვე შედის კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია. ამასთან, ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დააკონკრეტა, რომ შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე ვაშინგტონი აპირებს განიხილოს არა მხოლოდ მოსკოვის მიერ წამოჭრილი საკითხები, არამედ უსაფრთხოების პრობლემები. ამდენად, საუბარი შეიძლება იყოს,მესამე სახელმწიფოების ტერიტორიაზე შეჭრაზე, არჩევნებში ჩარევაზე, ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, იარაღის გავრცელების ხელშეკრულებების დარღვევაზე. ”რუსეთთან ნებისმიერი სერიოზული საუბარი ევროპის უსაფრთხოებაზე აუცილებლად უნდა მოიცავდეს ამ პრობლემებს”, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ჟენევის მოლაპარაკებები 10 იანვარს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)