|
2022-01-09 11:57:31, 849 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს 6 000-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ბევრი უცხოელი
ყაზახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სამართალდამცავებმა 5 800 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ბევრი უცხოელი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა KazTAG-ი ადგილობრივ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავდროულად, უწყებამ დააკავა 300-მდე ადამიანი, რომლებიც ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ, ყაზახეთის საზღღვართან დააკავა. „აღძრულია 125 სისხლის სამართლის საქმე. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი 134 პირი დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. კიდევ 516 ადამიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ქვეშ იმყოფება. დანარჩენების მიმართ მიმდინარეობს გადამოწმება და ოპერატიული ღონისძიებები“, - აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, ყაზახეთში საპროტესტო აქციები ახალი წლის პირველივე დღეებიდან იმართება. თავდაპირველად, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მაცხოვრებლებმა, საპროტესტო აქცია გამართეს მანქანის საწვავად გამოყენებული თხევადი ნავთობის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ. მოგვიანებით, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად არიან შეასრულონ აქციის მონაწილეთა მოთხოვნა – შეამცირონ გაზის ფასი. ამის მიუხედავად, პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიყო. გადადგა ყაზახეთის მთავრობა. ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. მთავრობამ ბეზინისა და დიზელის საწვავის ფასების სახელმწიფო რეგულირება 180 დღით დააწესა. ქვეყნის მასშტაბით, შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა. პოგრომების მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს ადმინისტრაციულ შენობებსა და პოლიციის განყოფილებებზე შტურმი, რა დროსაც, ათობით ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)