10:46 - 25 Jul, 2026
|
2022-01-08 11:27:56, 792 ნახვა
მსოფლიო
პოლიციამ ყაზახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას 4 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა
ყაზახეთში საპროტესტო აქციებისას სამართალდამცავებმა 4 000 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაპირისპირების დროს 18 სამართალდამცავი და 26 აქტივისტი დაიღუპა. მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომ სამხედროებმა ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გახსნან. ცნობისთვის, 4 იანვარს ყაზახეთის ხელისუფლებამ თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა. ამასთან, მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)