|
2022-01-07 13:38:34, 698 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთში სამხედროებს ტერორისტებისთვის სროლა გაფრთხილების გარეშე შეეძლებათ
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სამხედროებს მომიტინგეებისთვის გაფრთხილების გარეშე სროლის უფლება მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პრეზიდენტის განცხადებით, ქალაქ ალმათს თავს 20 000-ზე მეტი „ბანდიტი“ დაესხა. მთავრობის ინფორმაციით, დაპირისპირების დროს 3 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, ხოლო გარდაცვლილ მომიტინგეთა რიცხვი 26-ია. ალმათის კომენდანტის ოფისის თანახმად, ქალაქში შეტაკებების შედეგად ყაზახეთის სამხედრო ძალების 18 წევრია დაღუპული, მათგან ორს კი დემონსტრანტებმა თავი მოკვეთეს. ცნობისთვის, 4 იანვარს ყაზახეთის ხელისუფლებამ თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა. ამასთან, მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)