|
2022-01-07 11:49:13, 733 ნახვა
მსოფლიო
აშშ ყურადღებით დააკვირდება ყაზახეთში ადამიანის უფლებების ნებისმიერ დარღვევას და თავდასხმებს ინსტიტუტებზე
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ აშშ–ს აქვს შეკითხვები ყახაზეთთან, თუ რატომ გახდა საჭირო ყაფაზეთში სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა. აშშ–ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ყაზახეთი ფლობს საკმარის რესურსს, რათა ქვეყანაში წესრიგის დამყარება თავადვე შეძლოს. აშშ–ში იმედს გამოთქვამენ, რომ ყახახეთის მთავრობა მალე გადაჭრის პრობლემას, რათა აშშ–მ გააგრძელოს მასთან პარტნიორობა. ამასთანავე, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით დააკვირდება ადამიანის უფლებების ნებისმიერ დარღვევას და უცხო ძალების მხრიდან ყაზახეთის ინტიტუტების ხელში ჩაგდების მცდელობებსა და ქმედებებს. „ვიმედოვნებთ, რომ ყაზახეთის მთავრობა მალე შეძლებ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც ფუნდამენტურად ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათისაა. როგორც ყახაზი ხალხისა და მთავრობის პარტნიორი, შეერთებული შტატები მზად არის და სურს გააგრძელოს პარტნიორობა ყაზახეთის ხელისუფლებასთან და ყაზახ ხალხთან“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)