|
2022-01-04 21:57:14, 705 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთში, მოსახლეობა საწვავის ფასების ზრდას მესამე დღეა აპროტესტებს
ყაზახეთში, მანგისტაუს რეგიონში, მოსახლეობა მანქანების საწვავად გამოყენებული თხევადი ბუნებრივი აირის ფასების მკვეთრ ზრდას აპროტესტებს. მასობრივი დემონსტრაციებში, რომელიც 2 იანვარს დაიწყო მონაწილეობას ასობით ადამიანი იღებს. მათ მოთხოვნას ფასების შემცირება და მთავრობის გადადგომა წარმოადგენს. ქვეყანაში ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა, რაც 28 ამერიკული ცენტის ეკვივალენტია მაშინ, როდესაც 2021 წელს, ფასი 12-დან 14 ცენტამდე გამოდიოდა. გამომსვლელთა მხარდასაჭერად და კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გასაპროტესტებლად, ქალაქ ჟანაოზენსა და რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრ აქტაუში, აქციის მკნაწილეებმა მეორე ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს. შედარებით მცირე ზომის აქციები ჩატარდა ასევე, ქალაქ აქტობეში, ჩიმკენტში, ალმატისა და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. იყო პოლიციასთან დაპირისპირების შემთხვევებიც. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღეს, 4 იანვარს ატირაუს ოლქში, ნავთობის საბადო ტენგიზზე დასაქმებულებმა მუშაობა შეაჩერეს და საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ოლქის ხელმძღვანელი სერიკ აიდარბეკოვი გაემგზავრა. ამასობაში, სამთავრობო კომისიამ ქალაქ აქთაუში მომიტინგეებს პირობა მისცა, რომ თხევადი გაზის ფასი შემცირდებოდა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევიმა კი, მდგომარეობის შეფასების განკარგულება გასცა. მიუხედავად ამისა, უცხოური გამოცემები იუწყებიან, რომ ხელისუფლების თქმით, თხევადი გაზის ფასის უწინდელ ოდენობას ვერ დაბრუნებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყანაში საპროტესტო აქცია პირველად არ იმართება. 2011 წელს ჟანაოზენში ნავთობსაბადოზე დასაქმებულები მიტინგებს მართავდნენ და ხელფასების მომატება და სოციალურ შეღავათების მიღბა შესძლებოდათ. საბოლოოდ, ყაზახეთის პოლიციამ გამომსვლელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც, ოფიციალური მონაცემებით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)