|
2022-01-04 15:39:31, 1240 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის მოთხოვნით იტალიაში უკრაინელი რეჟისორი, ევგენი ლავრენჩუკი დააკავეს
რუსეთის მოთხოვნით, იტალიაში, ნეაპოლში ოდესის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრის ყოფილი მთავარი რეჟისორი, ევგენი ლავრენჩუკი დააკავეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განმარტებით, ლავრენჩუკი ნეაპოლში 17 დეკემბერს დააკავეს, თუმცა ამის შესახებ 3 იანვარს გახდა ცნობილი. იტალია რუსეთში მისი ექსტრადირების საკითხს განიხილავს. უკრაინის კონსულმა დაკავებული უკვე მოინახულა. გამოცემა TASS-ის ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ მსხვილი თაღლითობის ბრალდებით ლავრენჩუკს დაუსწრებლად პატიმრობა უკვე შეუფარდა. გადაწყვეტილება 2020 წლის ივლისში მიიღეს, თუმცა საქმის დეტალებს არ ახმაურებენ. საინიციატივო ჯგუფის Free Eugene Lavrenchuk-ის (თავისუფლება ევგენი ლავრენჩუკს) წევრის მარიანა გუდიჩ-პალის ინფორმაციით, მას რუსეთში ფინანსურ დარღვევებში ედება ბრალი. "მინდა ყველა მეგობარს და ნაცნობს შევატყობინო, რომ 2021 წლის 17 დეკემბრიდან ევგენი ლავრენჩუკი რუსეთში მისი ექსტრადირების მოთხოვნით იტალიაში დაკავების იზოლატორშია. რუსული მხარის განცხადებით, ევგენიმ 8 წლის წინ რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნისას, სავარაუდოდ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ახლა იტალიური მხარე რუსეთის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნას განიხილავს" - წერს გუდიჩ-პალი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)