|
2021-12-27 13:31:28, 560 ნახვა
საზოგადოება
კომპანია „პროსპექტის” ორგანიზებით, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიებისთვის კონფერენცია ჩატარდა
გაყიდვების საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანიამ - „პროსპექტი", თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიებისთვის, კონფერენცია - „.GREMO" ჩაატარა. ღონისძიებას 70-მდე დეველოპერული კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯერი დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებმა დეველოპერებს კვლევები, სტატისტიკა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზები, არქიტექტურული და საინჟინრო მიმართულებით სიახლეები გაუზიარეს და სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ისეთი თემები განიხილეს, როგორებცაა: - მომხმარებლის ქცევა უძრავი ქონების ძიება-ყიდვის დროს - ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ახალი გზები - Crowdfunding-ის როლი უძრავი ქონების განვითარებაში - რა მეთოდებით შეიძლება გავზარდოთ კომპანიის მომგებიანობის მარჟა - როგორია სწორი არქიტექტურა - ახალი დეველოპერული სივრცეები ქალაქში კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა კომპანიებმა: თიბისი, „MUA Architects", საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტი", არქიტექტურული კომპანია „Metric", კვლევითი კომპანია „ანოვა", ციფრული მარკეტინგული სააგენტო „კრაკენი", აუდიტორული კომპანია „ფინანსური ოფისი", საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია, "City Institute". კომპანია „პროსპექტის" მიზანია, ყოველწლიური კონფერენციის დახმარებით, უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას შეუწყოს ხელი. შედეგად კი, დეველოპერებმა საკუთარი ბიზნესგეგმები მომხმარებლის საჭიროებებს მოარგონ.
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)