14:19 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-26 12:51:23, 561 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - 2019-2021 წლებში გაუმჯობესდა ბავშვზე ზრუნვის პროგრამა და სოციალური მუშაობა

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2019-2021 წლებში „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელწმიფო პროგრამის" ფარგლებში გაიზარდა სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს მინდობით აღზრდაში მყოფი ბენეფიციარების 18 წლის მიღწევის შემდეგ ინსტიტუციაში მოხვედრის პრევენციას.

"ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პროგრამაში გათვალისწინებულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე. კერძოდ, გაიზარდა დღის ცენტრებით მოსარგებლე შშმ პირთა რაოდენობა და შეადგინა 811 ბენეფიციარი (ნაცვლად 781 ბენეფიციარისა).      

„ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის" ფარგლებში გაიზარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ვიზიტების რაოდენობა (16 816-მდე ნაცვლად 143 000-ისა).
„დღის ცენტრების მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" ფარგლებში გაიზარდა შშმ ბავშვთათვის დღის ცენტრების ბენეფიციართა რაოდენობა (1102 ბენეფიციარი, ნაცვლად 1059 ბენეფიციარისა).

მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით მოსარგებლე 18 წელს მიღწეულ შშმ პირებს, რომლებიც მინიმუმ ორი წელია იმყოფებიან მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდებიან ბიოლოგიურ ოჯახში და საჭიროებენ სახელმწიფო ზრუნვას, შესაძლებლობა აქვთ მინდობით აღმზრდელის სურვილის და თანხმობის შემთხვევაში იცხოვრონ იმავე ოჯახში.

გარდა ამისა, „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში" შემოღებულ იქნა საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შშმ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯებესება და ფუნქციონირების ამაღლებას, აგრეთვე, 100 ერთეული პედიატრიული სმენის აპარატი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვების ინტეგრაციას.​" - ამბობს ტიკარაძე. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics