|
2021-12-25 14:34:33, 1166 ნახვა
მსოფლიო
Maxar Technologies - სატელიტური ფოტოებით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების მობილიზება გრძელდება
კოსმოსური ტექნოლოგიების კერძო ამერიკული კომპანიის, Maxar Technologies-ის ახალი სატელიტური სურათების მიხედვით, რუსეთი აგრძელებს საკუთარი ძალების მობილიზებას ანექსირებული ყირიმისა და უკრაინის მიმდებარედ. ფოტოებზე ჩანს სამხედრო ბაზა ყირიმში, რომელსაც 2014 წლის ანექსიის შემდეგ რუსეთი აკონტროლებს. სამხედრო ბაზაზე, 13 დეკემბრისთვის ასობით დაჯავშნილი სატრანსპორტო საშუალება ჩანს, იმავე ადგილის ოქტომბერში გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ბაზა ნახევრად ცარიელია. Maxar Technologies ამბობს, რომ ბრიგადის დონის ახალი ქვედანაყოფი, რომელიც რამდენიმე ათეული ჯავშანტექნიკისაგნ შედგება, მოიცავს BMP სერიის ქვეითთან საბრძოლო მანქანებს, ტანკებს, თვითმავალ არტილერიასა და საჰაერო თავდაცვის აღჭურვლობას, რუსეთის ძალებს შეუერთდა. „გასული ერთი თვის განმავლობაში ჩვენმა მაღალი რეზოლუციის სატელიტურმა სურათებმა დააფიქსირა რუსეთის ახალი განლაგება ყირიმში, ისევე როგორც რამდენიმე საწვრთნელ ზონაში დასავლეთ რუსეთში, უკრაინის საზღვრის პერიფერიაზე", – ამბობენ Maxar-ში. ტექნოლოგიური კომპანიის განმარტებით, გახშირდა რუსეთის აქტივობა ყირიმის სამ ლოკაციასა და დასავლეთ რუსეთის 5 ლოკაციაზე. როგორც Reuters-ი წერს, Maxar-ის სურათებზე ჩანს, რომ რუსეთის ძალები თავმოყრილია უკრაინის საზღვართან ახლოს, ბელგოროდის ოლქში დასახლება სოლოტის სიახლოვეს. დეკემბერში გადაღებული ფოტოები სექტემბერთან შედარებით სამხედრო ტექნიკის რაოდენობის ზრდას აჩვენებს. სურათები ასევე მიუთითებს უკრაინის საზღვრიდან 260 კილომეტრში, ქალაქ იელნიასთან ახლოს და ქალაქ ვორონეჟში პოგონოვოს პოლიგონზე სამხედრო ტექნიკის მობილიზებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)