|
2021-12-25 12:43:45, 1062 ნახვა
მსოფლიო
მედიის ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ პეტრო პოროშენკოს დაპატიმრების ნებართვა გასცა
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმის ხელშეწყობაშია დადანაშაულებული, შესაძლოა დააკავონ, – აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, „უკრაინსკაია პრავდა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უკვე მოაწერა ხელი შუამდგომლობას ქვეყნის ექს–პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით. მათივე ცნობით, პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა ის ქვეყანაში არ იმყოფება, მაგრამ მზადყოფნას გამოთავმს, იანვრის პირველ რიცხვებში მივიდეს გამოკითხვაზე. უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერ აქციებზე ხალხი ფულის გამო დადის. პოროშენკოს პარტია „ევროპულმა სოლიდარობამ“ კი, ზელენსკი პარანოიაში დაანადაშაულა. ცნობისთვის, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის უკანონოდ გატანის გამო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმშია ეჭვმიტანილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)