|
2021-12-23 10:17:22, 889 ნახვა
მსოფლიო
ნატო-მ სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება გამოაცხადა
ნატომ გაზარდა თავისი 40000 კაციანი სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი ვითარებისა და რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლო შეჭრის გამო. ამის შესახებ die Welt ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსან დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება. როგორც Welt-მა აღნიშნა, ნატოს ამით სურს გააძლიეროს თავდაცვითი შესაძლებლობები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში: რუმინეთში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიტვაში და ესტონეთში. ოქტომბრის ბოლოდან მედია ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების დაგროვებისა და საომარი მოქმედებების შესაძლო დაწყების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)