11:52 - 25 Jul, 2026
|
2021-12-22 19:25:29, 1368 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი 5-დან 11 წლამდე ბავშვთა ვაქცინაციას იწყებს
საფრანგეთი 5-დან 11 წლამდე ბავშვთა ვაქცინაციას იწყებს. მიზეზად კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელება სახელდება. საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კრიტიკულია. „დღეიდან, ჩვენ ბავშვების ვაქცინირებას ვიწყებთ. პროცესი შეუყოვნებლად დაიწყება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა. Euronews-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ზრდასრული, ფრანგი მოსახლეობის 90% სრულადაა ვაქცინირებული, ისევე, როგორც 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების ერთი მესამედი ნაწილი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოლივიე ვერანის თქმით, 12-დან 17 წლამდე ასაკის მოსახლეობა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, „ბუსტერ“ დოზებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)