16:22 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 11:54:32, 608 ნახვა

საზოგადოება
„საახალწლო სოფელი“ 24 დეკემბერს დედაენის ბაღში გაიხსნება

თბილისის  მერიის მიერ ორგანიზებული „საახალწლო სოფლის“ გახსნის ცერემონია 24 დეკემბერს, დედაენის ბაღში გაიმართება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „საახალწლო სოფელი“ ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში 14 იანვრის ჩათვლით განთავსდება.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, (სინთეტიკური) ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულობის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები, დეკორირებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი. დღის საათებში, საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას კლაუსის მსვლელობა და საბავშვო-გასართობი შოუ-კონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის, საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდების და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„საახალწლო სოფელი“ 14 იანვარს, დიდი მუსიკალური შოუ-პროგრამით დაიხურება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics