|
2021-12-21 15:27:51, 858 ნახვა
მსოფლიო
ნედ პრაისი – არც ერთ ქვეყანას, რამდენად დიდი და ძლიერიც უნდა იყოს, არ აქვს უფლება, დააშინოს პატარა ქვეყნები
არც ერთ ქვეყანას, რამდენად დიდი და ძლიერიც უნდა იყოს, არ აქვს უფლება, დაადგინოს საზღვრები, დააშინოს და აიძულოს პატარა ქვეყნები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე, რუსეთის საკითხზე საუბრისას განაცხადა. "საკითხი ეხება საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს. ეს არის ის, რომ არც ერთ ქვეყანას, რაც უნდა დიდი და რაოდენ ძლიერი იყოს, რამდენ სამხედრო ძალას ფლობდეს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ქვეყანას ბირთვული იარაღი, არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, უკარნახოს საზღვრები, დააშინოს პატარა ქვეყნები და აიძულოს, რომ მისდიონ მის ინტერესებს. ამ პრინციპის დარღვევას არ დავუშვებთ", – განაცხადა ნედ პრაისმა. ცნობისთვის, რუსეთი ნატო–ს მოუწოდებს, უარი თქვას გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)