|
2021-12-21 14:45:36, 694 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - პრეზიდენტს ვუთხარი, რომ პოლიტიკური სასამართლო დაბრკოლებაა ევროატლანტიკური მომავლისთვის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პრეზიდენტთან საკონსულტაციო ვიზიტი დაასრულა. როგორც დეკანოიძემ ორბელიანის სასახლის დატოვების შემდეგ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და მესამე პრეზიდენტის პატიმრობაზე ესაუბრა. "პირველი რა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე მძიმე მოცემულობა რაც არის, ესაა პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, რაც არის რეალურად ყველაზე უფრო დიდი ნიშნული და მაღალი ნიშნული პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის, ის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ქმნის ყველანაირ დაბრკოლებას ქვეყნის განვითარებისთვის და დემოკრატიისთვის, ის რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მათ შორის რამდენიმე პოტენციურად პოლიტიკური პატიმრის არსებობა ქვეყანაში, საქმეები განხილვის პროცესშია, ეს უნდა შეჩერდეს, გადაწყდეს და ეს არის მნიშვნელოვანი. ასევე, მე გავუზიარე და ვუთხარი, რომ ეს ყველაზე უფრო მძიმე მოცემულობა, რაც გულისხმობს პოლიტიკურ სასამართლოს და მართლმსაჯულებას, რეალურად ქმნის დაბრკოლებას ევროატლანტიკური მომავლისთვის", - განაცხადა დეკანოიძემ.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)