|
2021-12-19 13:13:40, 1683 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, რუსეთი დიდ ბრიტანეთს სანქციებს უწესებს
რუსეთის ფედერაციამ დიდი ბრიტანეთის 7 მოქალაქეს ქვეყნის საზღვრების გადაკვეთა აუკრძალა. აღნიშნულის მიზეზად, დიდი ბრიტანეთის მიერ, აგვისტოში რუსეთისთვის დაწესებული სანქციები სახელდება, რომელიც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას უკავშირდება. „ლონდონის არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, გადაწყდა პერსონალური სანქციების დაწესება დიდი ანტი-რუსულ საქმიანობაში ჩართული ბრიტანეთის წარმომადგენლების პროპორციული რაოდენობისთვის. მათ რუსეთის ფედერაციაზე ტერორის“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. The Moscow Times-ის ცნობით, მოსკოვი ლონდონს „დესტრუქციული კურსის“ გაგრძელებაში ბრალს სდებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის იმ 7 თანამშრომელს უკავშირდებოდა, რომლებსაც ბრალი ედებათ ალექსეი ნავალნის მოწამვლაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)