17:16 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 15:18:06, 690 ნახვა

საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკ კოლეგას შეხვდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ პირველი შეხვედრა სლოვაკ კოლეგასთან, იაროსლავ ნადთან გამართა. სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროში საზეიმო დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს.

უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ სლოვაკეთის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში სლოვაკეთის მნიშვნელოვანი წვლილი, ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში კონტრიბუცია ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ნატოს ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონცეფციის იმპლემენტაციის კუთხით.

სლოვაკეთში ვიზიტის განმავლობაში ჯუანშერ ბურჭულაძე ასევე შეხვდება საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრსა და ეროვნული საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics