13:51 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 12:53:26, 763 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ბიძა - მოვედი გამოკითხვაზე, რათა გავიგო, რა პრეტენზიები აქვთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. მას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ.

„მივეღე გადაწყვეტილება, რომ მოვიდე, გავიგო, რა პრეტენზიები აქვთ, თუ აქვთ საერთოდ, რასთან დაკავშირებით არის გამოძიება. რა საქმე აქვთ გახსნილი, გამოძიება რაზე მიმდინარეობსს და ამის მიხედით გადავწყვეტთ, რა პოზიცია დავიჭიროთ“, - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, საქმე, რომელიც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე 2018 წელს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, პოლიტიკური პიარია, რითაც ხელისუფლება ყურადღების გადატანას ცდილობს.

„ეს არის პოლიტიკური პიარი, ეს არის მცდელობა გადაიტანონ ძირითადი კრიტიკული სიტუაციიდან, რაც გამოწვეულია სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური მდგომარეობით, ასევე რაც გამოწვეულია მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნით. ცდილობენ გადაიტანონ ყურადღება ერთიდან მეორეზე“, - განაცხადა ალასანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics