|
2021-12-17 10:58:13, 507 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ზარქუას განცხადებით, აზარტული თამაშების რეკლამირება მარტიდან აიკრძალება
ვითვალისწინებთ ტელევიზიების თხოვნას და აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „პირველი მოსმენის შემდეგ, იცით, რომ გამოითქვა გარკეული ტელევიზიებიდან მე მგონი, სამართლიანი მოთხონა, რომ გადახედილიყო ამოქმედების ვადა რეკლამების განთავსების თვალაზრისით, იმიტომ რომ უნდა გადაეწყოს ტელევიზიებიც, შესაბამისი სტრუქტურებიც ამ მოდელზე. აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ და რეკლამების ნაწილში აკრძალვა ტელევიზიების პირველი მარტიდან ამოქმედდება, ეს არის მეორე მოსმენაში ცვლილება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)