13:50 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 17:18:26, 757 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია 17 მაისის დაზარალებულებზე - სტრასბურგმა გვითხრა, რომ ისინი არ არიან დაუცველები

დიახ ძალიან მიხარია, რომ გადავიხდით ამ კომპენსაციას, ჩვენი ჯიბიდან. - ასე გამოეხმაურა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სტრასბუგრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფოს იმის გამო, რომ 2013 წლის 17 მაისს აქტივისტების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო 193 500 ევროს გადახდა დააკისრა.

მისივე თქმით, დღეს სტრასბურგმა თქვა, რომ 17 მაისის დაზარალებულები დაუცველები არ არიან.

"თვალწინ მიდგას 17 მაისს ის სახეები, თვალები, მოძრაობები, როცა სასულიერო პირები, გავეშებული უმრავლესობა და სახელმწიფო ერთად დაესხა თავს ათეულობით ადამიანს. არავის არაფერს რომ არ უშავებ და მხოლოდ არსებობის გამო სასიკვდილოდ რომ გიმეტებენ.

მე თავისუფლებაზე ვიდექი და მახსოვს საკუთარი შიშიც როცა შავი აგრესიული ტალღა წამოვიდა.

იმ მომენტში ამ ხალხს უთხრეს შენი არსებობა არ გვინდაო, მოგერევითო, გაგსრისავთო. და დღეს ყველას გვითხრა სტრასბურგმა, რომ არ არიან ისინი დაუცველები, სადღაც მაინც არსებობს რაღაც ინსტიტუტი, რომელიც არ დააჩაგრინებს.

ზოგი წერს, რა ცუდია, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთო. ცუდი, რაც მოხდა ის არის, პლიუს დიახ ყველამ უნდა გავინაწილოთ პასუხოსმგებლობა იმ სიველურის გამო, რომელსაც ამ ქვეყნის უმრავლესობა ახორციელებდა და მერე 5 ივლისსაც გაიმეორეს, იმიტომ, რომ ერთხელ გაუვიდათ. სიმართლე ვთქვათ, დიდი წინააღმდეგობაც არ შეხვედრიათ.

ამიტომ დიახ ძალიან მიხარია, რომ გადავიხდით ამ კომპემსაციას, ჩვენი ჯიბიდან". - წერს ელენე ხოშტარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics