18:18 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 13:10:17, 619 ნახვა

საზოგადოება
გლდანში, დოდო აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობა დოდო აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება და პროექტისთვის ჯამში, დაახლოებით, 848 025 ლარი დაიხარჯება.

,,აღნიშნულ მისამართზე გრუნტის გზა იყო. სამუშაოების შედეგად კი, მოსახლეობა მოწესრიგებული გზით ისარგებლებს. ავჭალა 2-ში, დოდო აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 1 140 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რისთვისაც 940 000 ლარამდე დაიხარჯა.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
ქარელში კაცმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
ქობულეთში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს
ბაქომ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 40 ტონა აღჭურვილობა გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics