12:56 - 25 Jul, 2026
|
2021-12-14 17:54:56, 1604 ნახვა
მსოფლიო
ბელორუსიის ოპოზიციურ ლიდერს, სერგეი ტიხანოვსკის 18 წელი მიუსაჯეს
ბელარუსიის ოპოზიციის ლიდერს, სერგეი ტიხანოვსკის 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი მასობრივი საპროტესტო აქციების ხელმძღვანელობასა და არეულობის მოწყობაშია ბრალდებული. BBC News-ის ინფორმაციით, მას განაჩენი სამშაბათს, ქალაქ გომელის სასამართლოში გამოუტანეს. სერგეი ტიხანოვსკთან ერთად, დაკავებულია ბელარუსიის სხვა ოპოზიციური სახეებიც, მაგალითად: მიკოლა სტატკევიჩო, იგორ ლოსიკი და ვლადიმერ ციგანოვიჩი. „დახურულ სასამართლო პროცესებზე პოლიტიკური პატიმრების დამალვის პარალელურად, ქვეყნის ლიდერი - ალექსანდერ ლუკაშენკო თავისი რეპრესიების ჩუმად გაგრძელებას ლამობს. თუმცა, მას მთელი მსოფლიო უყურებს. ჩვენ არ გავჩერდებით“, - წერს სერგეი ტიხანოვსკის მეუღლე, სვიანტალა ციხანოუსკაია სოციალურ ქსელ „ტვიტერ“-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)