|
2021-12-13 14:07:11, 4253 ნახვა
მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები - რუსეთს არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ აგრესიას „მძიმე ფასი“ ექნება
„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, რუსეთისა და უკრაინის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთს არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას სერიოზული შედეგები და საპასუხოდ, მძიმე ფასი მოჰყვეს. „ჩვენ, დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ძალების ზრდასა და აგრესიულ რიტორიკას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ, დიპლომატიური არხების გატარებასა და სამხედრო აქტივობების გამჭვირვალობის შესახებ საერთაშორისო ვალდებულებების დაცისკენ. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტ პუტინთან ვიდეოშეხვედრისას ჯო ბაიდენმაც განაცხადა. ჩვენ ვადასტურებთ მხარდაჭერას ნორმანდიულ ფორმტში საფრანგეთისა და გერმანიის ძაილსხმევას, რათა მიღწეული იყოს მინსკის შეთაანხმების სრული შესრულება აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. საზღვრების შესაცვლელად ნებისმიერი ძალის გამოყენება მკაცრად აკრძალულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. რუსეთს არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას სერიოზული შედეგები და საპასუხოდ, მძიმე ფასი ექნება. ჩვენ ვადასტურებთ ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ჩვენ მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას. გავააქტიურებთ თანამშრომლობას საერთო და ყოვლისმომცველ რეაგირებაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)