|
2021-12-12 12:05:54, 1163 ნახვა
რეგიონი
ტრენინგი ექიმებისთვის - ,,კოვიდ-19-ის დიაგნოზის მქონე ბინაზე მყოფი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები”
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით და ჯანდაცვის სამინისტროს საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ეგიდით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის აჭარის რეგიონის ბრიგადების ექიმებისთვის, ორდღიანი ტრენინგი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან გვაცნობეს. ტრენინგის თემატიკა - ,,კოვიდ-19-ის დიაგნოზის მქონე ბინაზე მყოფი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებს” ეხება, რომელიც აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარეობდა. უწყების ცნობით, მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულებით ხელმძღვანელი, გვანცა გასვიანი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ნინო ნიჟარაძე. ,,ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული ტრენინგები, ეს ხელს შეუწყობს როგორც ჰოსპიტლების განტვირთვას, ასევე დაეხმარება ოჯახის ექიმებს ბინაზე მართონ პაციენტები“ - აღნიშნა სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულებით ხელმძღვანელმა, გვანცა გასვიანმა. ,,ექიმებთან ერთად გავიარეთ ყველა ის საკითხი, რაც მუშაო პროცესს თან ახლავს. ტრენინგზე მიიღეს უფრო მეტი ინფორმაცია, რაც მომდევნო პერიოდში გამოადგებათ და დაეხმარებათ პაციენტების ბინაზე მართვაში თუ შემდგომი რეფერირების განხორციელებაში“, - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)