12:56 - 25 Jul, 2026
|
2021-12-12 11:41:35, 1181 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი უკრაინასთან დაკავშირებით პუტინს აფრთხილებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, იგი პასუხს „საშინლად“ აგებს. ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს. მიუხედავად იმისა, რომ სალაპარაკო მაგიდაზე ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნის საკითხი არ განიხილებოდა, ბაიდენმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, აშშ და ნატოს ქვეყნები საზღვრების დასაცავად, შესაბამის ზომებს მიმართავენ. „აბსოლუტურად გასაგებად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, თუ იგი უკრაინისკენ დაიძრება, შედეგები რუსეთის ეკონომიკაზე დამანგრეველი იქნება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)