|
2021-12-12 11:01:34, 956 ნახვა
მსოფლიო
კენტუკის შტატში, ტორნადოს შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ში, კენტუკის შტატში, ტორნადოს შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. „ეს იყო ყველაზე დამანგრეველი ტორნადოები ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში... განადგურების დონე არ ჰგავს იმას, რაც კი ოდესმე მინახავს“, -განაცხადა შტატის გუბერნატორმა ენდი ბეშერამ. ტორნადომ კენტუკიში ყველაზე მეტად, ქალაქი მეინფილდი დააზარალა. სხვათა შორის, იქ ქარმა სანთლების ქარხნის სახურავი ჩამოაგდო, რომელშიც 110-მდე ადამიანი იმყოფებოდა. გარდა ამისა, ქარის გამო დასავლეთის შტატში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. CNN-ის ცნობით, ტენესის შტატში, ქარიშხალს სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა. გარდა ამისა ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა ჩრდილოეთ არკანზასში მოხუცთა თავშესაფარში, სადაც ტორნადომ შენობის სახურავი გაანადგურა. ქარიშხალი ასევე დაფიქსირდა ილინოისში, მისურისა და მისისიპში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)