|
2021-12-10 17:48:06, 678 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გააფორმა
იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში 14 პროექტს, ჯამში, 257 919 ლარით დააფინანსებს. კონკურსის გამარჯვებულ ორგანიზაციებსა და კერძო პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების თქმით, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გამარჯვებულებს წარმატება პირადად მიულოცა. საგრანტო პროექტები იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებების გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიმართულებებით იუსტიციის სამინისტრომ მიმდინარე წლის 30 ივლისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა 42-მა ორგანიზაციამ და კერძო პირმა მიიღო. საგრანტო კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდაა. გამარჯვებული პროექტებით განხორციელდება მნიშვნელოვანი ღონისძიებები და აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას. სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)