|
2021-12-10 14:02:47, 757 ნახვა
საზოგადოება
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი-რიტმი“ ხვალ გაიმართება
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის საკონცერტო დარბაზში ხვალ ფესტივალი „თბილისი-რიტმი“ გაიმართება. მსმენელის წინაშე ბრიტანელი მუსიკოსებისგან შემდგარ კვინტეტთან ერთად, კონტრაბასისტი, კომპოზიტორი და პროდიუსერი, ამერიკული კინოს ცოცხალი ლეგენდის, კლინტ ისტვუდის ვაჟი, კაილ ისტვუდი წარსდგება. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება, მოისმინოს მსოფლიო აღიარების საპრემიერო ალბომი „სინემატიკი“, რომელიც BBC-ის შეფასებით, საუკუნეებს გაუძლებს. ალბომში შესულია ისტვუდის ბენდის წევრთა მიერ დახვეწილი გემოვნებით შესრულებული 11 ნაწარმოები. მუსიკალურ სამყაროში 15-წლიანი კარიერის განმავლობაში, ისტვუდი აღიარებულია, როგორც ნიჭიერი შემოქმედი და ექვსი ალბომის შემქმნელი ნოვატორი ჯაზმენი. ფესტივალი „თბილისი რიტმი“ 2017 წელს დაარსდა. იგი ოფიციალურად სამმა ვირტუოზმა მუსიკოსმა - რიშარ გალიანომ, პაოლო ფრეზუმ და იან ლუნდგრენმა პროექტით - „მარე ნოსტრუმ“ გახსნა. ფესტივალი მიზნად ისახავს კულტურათაშორის ინტეგრაციას, ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის განვითარების ხელშეწყობას, ცნობილი უცხოელი არტისტების მოწვევით კონცერტების ორგანიზებასა და ფართო ასპარეზზე ქართველ შემრულებელთა წარმოჩენას. გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზის გამო, ფესტივალი „თბილისი-რიტმი“ სამი პროგრამის ნაცვლად, მხოლოდ ერთ საერთაშორისო პროექტს უმასპინძლებს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)