|
2021-12-09 11:37:48, 336 ნახვა
საზოგადოება
საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა 82% სრულად ვაქცინირებულია
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული, საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ვაქცინაცია თბილისსა და რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 9 დეკემბრის მონაცემებით, უწყებაში თანამშრომელთა 82 პროცენტი სრულად არის ვაქცინირებული. Georgia e-Health – აპლიკაციით კი ე.წ. მწვანე პასპორტების მფლობელთა საერთო რაოდენობამ 89 პროცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ მონაცემები, ერთიან სივრცეში (EU Gateway-ის ქვეყნები) იქნება ასახული. „ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ უწყების თანამშრომლებთან ერთად იცრებიან მათი ოჯახის წევრებიც. შემოსავლების სამსახური მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის. ვაქცინაციის პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით მიმდინარეობს", - ვკითხულობთ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)