|
2021-12-08 15:26:05, 447 ნახვა
საზოგადოება
ფონდი „ელექტრონავტი“ მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონიალს „ელექტრონავტი XII“ ატარებს
ფონდი "ელექტრონავტი" 2007 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ახალი ქართული მუსიკალური ტრადიციულად, ელექტრონავტების ვინაობას ინტერნეტ-გამოკითხვის მონაწილეების გარდა, ასევე განსაზღვრავს ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური. ● მუსიკალური ვიდეო / Best Video პანდემიიდან გამომდინარე წელს, კატეგორიების სიიდან ამოღებულია ფესტივალის ნომინაცია, ხოლო მთავარი პრიზის მფლობელი, განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებს დაჯილდოების პარტნიორისგან მთავარი პრიზის მფლობელი, განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებს დაჯილდოების პარტნიორისგან, კომპანია ჰერცი და ლიუმენი. დაჯილდოების ცერემონიალის სატელევიზიო ვერსიას, ფონდის ახალი მედია მხარდამჭერი, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, საახალწლო პროგრამაში გადასცემს ეთერში (თარიღი ცალკე იქნება გამოცხადებული). წლევანდელი დაჯილდოების ტრადიციული კიდევ ერთი პარტნიორი, რადიო უცნობია. დაჯილდოების ძირითადი მხარდამჭერი, როგორც ყოველთვის თბილისის მერიაა. საჯარო ხმის მიცემა წელს 9 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი, ინტერნეტ გვერდზე electronauts.ge. ნომინანტების სია პრესკონფერენციაზე, 10 დეკემბერს, 13:00 საათზე გახდება ცნობილი, რომელიც კინოსტუდია "ქართული ფილმის" დარბაზში (სანდრო ახმეტელის, 10ა) გაიმართება. არსებული ნომინანტები საჯარო ხმის მიცემისა და ჟიურის გადაწყვეტილების მიხედვით შეირჩა (40% ონლაინ გამოკითხვა, 60 % ჟიური). გამარჯვებული ნომინანტები კი, გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც კვლავ Leno Records-ის მხარდაჭერით, კინოსტუდია "ქართული ფილმის" დარბაზში, შეზღუდული დასწრების ფორმატში, 11 დეკემბერს ჩატარდება. საკონცერტო ნაწილში სრულიად ახალი და ნაცნობი კომპოზიციებით წარდგებიან: TAMADA, BAD HABITZ, ELLARGE , MECHANICAL RAINBOW, 4D MONSTER LOBSTERS, TOKE და სხვა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)