16:49 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 16:01:59, 1091 ნახვა

რეგიონი
აჭარაში 27 ბარმენი ბარისტას მიმართულებით გადამზადდა

აჭარაში ყავისა და ჩაის მომზადების ტექნოლოგიის მიმართულებით ბარმენები გადამზადნენ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგისას ისინი ყავის მოხალვისა და დაფქვევის ტექნოლოგიას, პროფესიონალური ყავის მანქანებსა და მათ ექსპლუატაციას, ექსპრესოს, კაპუჩინოსა და ლატეს მომზადების საერთაშორისო წესებს, ასევე რძის მომზადების ტექნიკას, ალკოჰოლიანი ყავის სახეობასა და მომზადების წესს, ყავის სახეობებსა და ჯიშებს გაეცნენ.

უწყების ცნობით, ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა თავად მოამზადეს სხვადასხვა სახის ყავა და ლატე არტის (კაპუჩინოს ზედაპირზე ხატვა) ტექნოლოგიას დაეუფლნენ. ტრენინგები, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონში ყავისა და ჩაის მომზადების საერთაშორისო ნორმების, სტანდარტებისა დანერგვის მიზნით ჩატარდა. მას რეგიონში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტების 27 ბარმენი ესწრებოდა.

ჩვენი ტრენინგების მიზანია მივცეთ ადგილობრივ ბარმენებს საშუალება გაიუმჯობესონ ის უნარ-ჩვევები, რაც გემრიელი, მაღალი ხარისხის ყავისა და ჩაის მოსამზადებლადაა საჭირო. სატრენინგო პროგრამაში პროფესიონალებია ჩართული, რაც რეგიონში პროფესიონალური ყავისა და ჩაის მომზადების ტექნოლოგიის დანერგვას, ასევე ამ მიმართულებით ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მსგავსი ტიპის ტრენინგებს პირველად ვანხორციელებთ, თუმცა უკვე გამოიკვეთა საკითხები, რომლებზეც სამომავლოდაც ვგეგმავთ სატრენინგო პროგრამების შემუშავებას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა
5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ გაორმაგების დღეა
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics