|
2021-12-01 16:53:06, 1084 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა მოუწოდებს NATO–ს, მოამზადოს სანქციების პაკეტი რუსეთისთვის, რათა შეაჩეროს რუსული ჯარის შესაძლო შეჭრა უკრაინაში
უკრაინა ნატოს მოუწოდებს, მოამზადოს სანქციების პაკეტი, რუსეთის მიმართ, რათა შეაჩეროს ათიათასობით რუსული ჯარის შესაძლო შემოჭრა, რომლებიც განლაგებულია უკრაინის საზღვრებთან. - ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიგაში მინისტერიალის ფარგლებში ისაუბრა, თუ როგორ უნდა შეაჩერონ რუსეთი ხელახალი თავდასხმისგან მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჯარი უკრაინის საზღვართან მიიყვანა. „ჩვენ მოვუწოდებთ მოკავშირეებს რომ შეუერთდნენ უკრაინას რუსეთის შემაჩერებელი სანქციების პაკეტის შექმნაში“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ახალი შეათანხმების პაკეტი მოიცავდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მომზადებას, იმ შემთხვევაში, თუ ის „გადაწყვეტს აირჩიოს ყველაზე ცუდი სცენარი“, თქვა კულებამ და დასძინა, რომ ნატომ ასევე უნდა გააძლიეროს სამხედრო და თავდაცვა უკრაინასთან. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თუ გავაერთიანებთ ძალებს და ვიმოქმედებთ კოორდინირებულად, ჩვენ შევძლებთ პრეზიდენტი პუტინის შეჩერებას და გავუქრობთ ამ საშინელი სცენარის - სამხედრო ოპერაციის განხორციელების მოტივაციას“, - განაცხადა კულებამ. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ტიპის აგრესია რუსეთს ძვირად დაუჯდება და მისთვის სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მოიტანს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სტოლტენბერგის პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ რუსეთის განახლებული აგრესია მათთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს. „რუსეთის მხრიდან ნებისმიერ დაძაბვისკენ მიმართულ მოქმედება ამერიკისთვის მნიშვნელოვანი საკითხი იქნება და ნებისმიერი განახლებული აგრესია გამოიწვევს რუსეთისთვის სერიოზულ შედეგებს." საპასუხოდ რუსეთი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი იძულებული გახდება იმოქმედოს, თუ ამერიკა და ნატო უკრაინაში ისეთ სარაკეტო იარაღს განათავსებს, რომელსაც შეუძლია მოსკოვს რამდენიმე წუთში დაარტყას. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში, რუსეთის ჩართულობით, 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება და მასში ბიზნესმენი რინატ ახმეტოვიც მონაწილეობს.
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)