|
2021-12-01 12:52:02, 995 ნახვა
რეგიონი
კასპში ჯორჯიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
კასპში ჯორჯიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ქუჩა ლესელიძის ქუჩის მიმდებარეა, სადაც კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების გარდა მრავალსართულიანი კორპუსებიცაა ანუ მჭიდრო დასახლებაა. მათივე ინფორმაციით, ქუჩაზე ამჟამად წინა მოსამზადებელი, საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ჯორჯიაშვილის ქუჩა ერთერთი მათგანია, რომელიც 4 ქუჩასთან ერთად რეაბილიტირდება. ქუჩის რეაბილიტაციის ღირებულება 169 831 ლარია და რეგიონალური განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ქუჩის მოსახლეობა კმაყოფილია პროექტის განხორციელებით, ვინაიდან აღნიშნული ქუჩა მოუწყობელი და გადაადგილებისთვის პრობლემური იყო. მალე მათ კომფორტული ქუჩით სარგებლობა შეეძლებათ. მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია და პრიორიტეტული - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ქისიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)