2021-11-29 10:47:03, 703 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამია - სააკაშვილის უსაფრთხოება სახელმწიფოზეა, დარღვევები სასამართლო დარბაზშია მოსალოდნელი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.
როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფომ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მიხეი სააკაშვილის უსაფრთხოება მასზეა დამოკიდებული.
„უსაფრთხოების ზომებს რაც შეეხება, მე გეტყვით, რომ სახელმწიფო იღებს უსაფრთხოებას საკუთარ თავზე, ამიტომ უნდა ვაცადოთ, როგორც თვლის საჭიროდ, ის ღონისძიებები გაატაროს, ოღონდ ზუსტად იცოდეს, რომ სააკაშვილის უსაფრთხოება მასზეა. მთავარი დარღვევები მოსალოდნელია სასამართლო დარბაზში, კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას უყურებს, იმიტომ რომ ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ესეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული, უბრალოდ ამდენი ხალხი მის მხარდასაჭერად არ იდგება“, - განაცხადა გვარამიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,