|
2021-11-25 17:24:08, 1356 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში საერთაშორისო მემოარიალის ლიკვიდაციის საქმეზე სასამართლოსთან აქცია იმართება
მოსკოვში უზენაესი სასამართლოს შენობასთან 300-მდე ადამიანი მივიდა, აქციის მონაწილეები "საერთაშორისო მემორიალის" ლიკვიდაციის მცდელობას აპროტესტებენ. უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს სხდომა გენერალური პროკურატურის სარჩელზე „საერთაშორისო მემორიალის“ ლიკვიდაციის შესახებ . ორგანიზაციის მხარდასაჭერად მისული პლაკატების გამშლელი აქციის მონაწილეები მაშინვე დააკავეს. გენერალურმა პროკურატურამ უფლებადამცველები „უცხოური აგენტების“ ეტიკეტირების მოთხოვნების „სისტემატურ“ დარღვევაში დაადანაშაულა. საერთაშორისო მემორიალის თანამშრომლები სარჩელს უწოდებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რუსეთში უძველესი უფლებადამცველი ორგანიზაციის განადგურების შესახებ, რომელიც, კერძოდ, დაკავებულია სტალინის რეპრესიების შესწავლით. უზენაესმა სასამართლომ "საერთაშორისო მემორიალის" საწინააღმდეგო საქმის განხილვა 25 ნოემბერს უნდა დაიწყოს. "მემორიალის" თანამშრომლები ითხოვენ სხდომების გასაჯაროებას, რადგან "სხდომები საზოგადოებისთვისაა მნიშვნელოვანი". 23 ნოემბრის სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ოფიციალურმა პირებმა ამის მიზეზად დაასახელეს COVID-19-თან დაკავშირებული სიფრთხილის ზომები. ევროპის საბჭო რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩეროს ორგანიზაცია „მემორიალის“ ლიკვიდაცია და გადაუდებელი წესით გააუქმოს კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ. ამის შესახებ ლაპარაკია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარის, დუნია მიატოვიჩის განცხადებაში, რომელიც 17 ნოემბერს გამოქვეყნდა. რუსეთის ხელისუფლების მოქმედებები, რომლებიც „საერთაშორისო მემორიალისა“ და უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალის“ ლიკვიდაციისკენ არის მიმართული ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის დარღვევის გამო, ღრმა შეშფოთებას იწვევს ევროპის საბჭოში. საერთაშორისო ისტორიული, საგანმანათლებლო, ადამიანის უფლებათა და საქველმოქმედო საზოგადოება მემორიალი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მთავარი ამოცანა თავდაპირველად სსრკ-ში პოლიტიკური რეპრესიების კვლევა იყო. ახლა ის არის ათობით ორგანიზაციის საზოგადოება რუსეთში, გერმანიაში, ყაზახეთში, იტალიაში, ჩეხეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, რომლებიც აწარმოებენ კვლევებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საგანმანათლებლო სამუშაოებს.
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)