07:58 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-23 15:56:00, 941 ნახვა

საზოგადოება
კონსილიუმის წევრი ექიმი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია

კონსილიუმის წევრი ექიმის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია.

ამასთან ექიმი აღნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობა ეტაპობრივად უნდა გაუმჯობესდეს.

"ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია, თუმცა რჩება გარკვეული ნევროლოგიური დარღვევები, რომლის აღმოფხვრასაც რასაკვირველია, დრო სჭირდება. მკურნალობა მიდის შეჯერებულად, ყველა სპეციალისტის მიერ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვების აღდგენა, რაც საფუძველი უნდა გახდეს იმის, რომ პაციენტის მდგომარეობა თანდათანობით უნდა გაუმჯობესდეს ყველა ასპექტის გათვალისწინებით და აქ არ არის საუბარი ერთ ორგანოთა სისტემაზე. დამატებით, მედიკამენტური მკურნალობა, რასაკვირველია, მიდის. მიდის მიკროელემენტებით შევსება, მიდის ვიტამინებით შევსება, რომ თავიდან იყოს აცილებული ხანგრძლივი, 50-დღიანი შიმშილობის შედეგები“, - განაცხადა კონსილიუმის წევრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics