14:46 - 25 Jul, 2026
|
2021-11-22 10:01:59, 1351 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში საშობაო ღონისძიებაზე ავტომობილი მოქალაქეებში შეიჭრა, არიან დაშავებულები და დაღუპულები
აშშ-ში, ვისკონსინის შტატში საშობაო აღლუმის დროს ავტომობილი ხალხმრავალ საშობაო ღონისძიებაზე შეიჭრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ უოკეშოში მოხდა. უოკეშოს პოლიციის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არის მსხვერპლი, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება. ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. საავადმყოფოებში 11 ზრდასრული და 12 ბავშვი გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს და ავტოსაგზაო ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთო.ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ინციდენტი ტერორიზმს.
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)