02:12 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-20 10:47:33, 846 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჭიაბერაშვილი - სააკაშვილმა საკუთარი წამებით გვანახა, რომ სახელმწიფო მკვლელების ბანდას აქვს მიტაცებული

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი წამებით გვანახა, რომ სახელმწიფო მკვლელების ბანდას აქვს მიტაცებული.- ამის შესახებ პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბრძოლა ხალხისთვის გრძელდება.

"ბრძოლა გრძელდება. ვისთვის და რისთვის?

- 70,000 მშიერი ბავშვისთვის

- ასიათასობით ადამიანისთვის, წამალს რომ ვერ ყიდულობს

- 2 მლნ აუცრელისთვის, კორონასიკვდილი რომ ჩასაფრებია

- მათთვის, ვისაც სამშობლოდან წასვლა გადაუწყვეტია

- მათთვის, ვისაც სამშობლოში დაბრუნება უნდა

- ახალგაზრდებისთვის, რომლებიც პერსპექტივას ვერ ხედავენ

სააკაშვილმა საკუთარი წამებით გვანახა, რომ სახელმწიფო მკვლელების ბანდას აქვს მიტაცებული. ამ ბანდის ხელში ვერაფერი მოგვარდება, ვერცერთი საზოგადოებრივი პრობლემა გადაიჭრება.

აი, ამათთვის, აი, ამისთვის გრძელდება ბრძოლა". - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics